Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება

№-01/29-01

14.01.2026 წ.
ქ. თბილისი

 

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე კომისიის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის,  მე-6 პუნქტის საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2025 წლის 25 დეკემბრის სხდომის #27 ოქმის გათვალისწინებით,

 

ვბრძანებ:


1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტსა და მის შემადგენელობაში შემავალი დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ურთიერთქმედების სრულყოფის მიზნით, შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1.1.   პროფესორი გიორგი ღაღანიძე, დეკანი - კომისიის თავმჯდომარე;
1.2. ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე, დეკანის მოადგილე - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
1.3.   აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე - კომისიის წევრი;
1.4.   პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი - კომისიის წევრი;
1.5.   პროფესორი ეთერ ხარაიშვილი - კომისიის წევრი;
1.6.   პროფესორი სიმონ გელაშვილი - კომისიის წევრი;
1.7.   ასოცირებული პროფესორი მარინა ჩავლეიშვილი - კომისიის წევრი.
2. კომისიის მუშაობის წესი და გადაწყვეტილებების მიღების ფორმა განსაზღვროს წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით შექმნილმა კომისიამ.

3. კომისიამ, მუშაობის შედეგად შემუშავებული დასკვნის წარმოდგენა უზრუნველყოს მიმდინარე წლის 27 თებერვლამდე.

4. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ფაკულტეტის დეკანი           პროფესორი            გიორგი ღაღანიძე